Thursday, April 16, 2015

ბოლო რეფლექსია

ამ ტრენინგმა მომცა ის, რომ დავგეგმო პროექტი, გავანაწილო დრო სწორად, დავგეგმო და განვახორციელო მოსწავლეებში, საინტერესო  გამომივიდეს მოსწავლეებისთვის. ვისწავლე  როგორ გამოვაქვეყნო დრაივზე მასალა.  არ მქონდა შექმნილი ბლოგი და ახლა მაქვს.დასაწყისში მოლოდინი მქონდა რომ შევძლებდი პროექტის დაგეგმვას, ეს შევძელი, დავხვეწ უფრო კარგად და აუცილებლად განვახორციელებ პროექტს თემაზე " მელია კუდაგრძელია" მუშაობის პროცესს გამოვაქვეყნებ.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიო

Sunday, March 29, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

მეოთხე მოდულში    ვისწავლე   პრეზენტაციის ატვირთვა  დრაივზე    და გამოქვეყნება,  მოსწავლის   სავარაუდო ნამუშევრის შექმნა. საპრეზენტაციო ფაილის  გადაკეთება  დოკად.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, March 28, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს  მესამე მოდული  დამეხმარა  დავფიქრებულიყავი რა გავლენა  შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ   მოსწავლეს მივცემ       ვებ-გვერდებს   , რომლის მიხედვითაც მარტივად მოიძიებს  საჭირო მასალას,დაახარისხებს,მიუთითებს მისამარ თებს საიდან მოხდა მისი გადმოწერა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად  გამოიყენონ ფეისბუქი,ესემესი, გაუზიარონ საკუთარი ნაუშევრები,მოხდეს მშობელთან ურთიერთობა.

Sunday, March 22, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმა  გამეანალიზებინა  სტანდარტების მიმართულების მიმცემი ,საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების  ფორმების გამოყენება.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ  დავიწყე პროექტის დაგეგმვა და დროში გაწერა, რაც ცოტა   რთულია,პროექტისთვის შევარჩი  მეთოდი,შეფასების რუბრიკა. პროექტის სამივე ეტაპისთვის    (შეფასების დროის ჩარჩო )  შევარჩიე როგორ შევაფასო ჯგუფური მუშაობის დროს   მოსწავლე განმავითარებელი შეფასებით,  მოსწავლეებმა უნდა შექმნან  ელექტრონული წიგნი ,მოვახდენ ამ ელ.წიგნის შეფასებას რუბრიკით. სულ ბოლოს აუცილებელია ჩავატარო დისკუსია ,გამოვიყენო 3-2-1 სტრატეგია  და   რა იყო მოსწავლეებისთვის საინტერესო  პროექტის  დასაწყისში  და ბოლოს. რისი მომცემი იყო ეს პროექტი შევაჯამოთ.


მეტ ინფორმაციას მივიღებდი კიდევ   თუ    ტრენერი   შეფასების ირგვლივ გვესაუბრება კიდევ.